პროტესტის მე-87 დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციებია დაანონსებული. კერძოდ, თბილისში, 19:00 საათზე დემონსტრანტრები აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართავენ. 20:00 საათზეა დაგეგმილი დემონსტრაცია , ველოსიპედის ძეგლთან, სადაც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. პარალელურ რეჟიმში აქცია გაიმართება ტრადიციულად პარლამენტის შენობის წინ. რაც შეეხება რეგიონებს, აქციებია დაგეგმილი გორში, ახალაციხეში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ჩხოროწყუში. „ არა რუსულ რეჟიმს!“ სამშობლოს სამსახურში!“ „ბრძოლა გამარჯვებამდე““ ., „- გაბედე პროტესტი ყოველდღე!” - ასეთია აქციების მონაწილე პირების გზავნილები. ხელახალი არჩევნებისა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გუშინაც ჩატარდა. მოქალაქეებმა პროტესტის 86-ე დღეს რუსსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. მარშის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!” ასევე მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”.