ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას საქმეზე ადვოკატმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუორიში ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა. კაციას თმის ღერიდან ნიმუში აუღეს, ასევე ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. ადვოკატის განცხადებით, კაციას არც ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა და არც ამოღებული ნარკოტიკული საშალების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის კვალი ამოვიდა. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების სასამართლო პროცესებიც გაიმართა. ყველა მათგანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრევად ცნო.