კონსულტაციები ოპოზიციასთან და თავდასხმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - მეხუთე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ. მხარეები ყურადღებას სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ამ ფაქტის უკან „ქართული ოცნება“ დგას. ამავდროულად, თავად სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს აგრძელებს. მეხუთე პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ამ თემაზე უფრო ვრცლად ეკა უშხვანი ისაუბრებს.