ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიმართვა ღაზას სექტორს - ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლის, შირი ბიბასის ცხედრის ნაცვლად პალესტინელი ქალის ცხედრის გადაცემა ენით აღუწერელი ცინიზმია. პრემიერი „ჰამასს“ საპასუხო შურისძიებას ჰპირდება და განმარტავს, რომ ისრაელი თითოეული მძევლის დაბრუნებისთვის მტკიცედ იმოქმედებს. ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებით, იდენტიფიკაციის პროცესში დადგინდა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასის ცხედარი არ არის, დანარჩენი ცხედრებიდან კი 2 არასრულწლოვან ბავშვებს ეკუთვნით. დედა მცირეწლოვნებთან ერთად „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცა.