აჭარაში უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტების შიდა სასოფლო გზებზე პრობლემები შეიქმნა. როგორც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, საჯარო სკოლებში, თოვლის გამო, მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლის წმენდის სამუშაოებში დეპარტამენტის კუთვნილი 57 ერთეული სპეცტექნიკა ჩართული.