მიუნხენიდან დაბრუნებისას თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშილისთვის კვერცხების სროლის ფაქტზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის წარმომადგენელი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას, შიდა და გარე კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები - Palitra News

მიუნხენიდან დაბრუნებისას თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშილისთვის კვერცხების სროლის ფაქტზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის წარმომადგენელი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას, შიდა და გარე კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები

2025-02-21 16:00:58+04:00

მიუნხენიდან დაბრუნებისას თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტისა და სალომე ზურაბიშილისთვის კვერცხების სროლის ფაქტზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის წარმომადგენელი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას, შიდა და გარე კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველა შესაბამისი უწყებისთვის პოლიციელების უმოქმედობასთან დაკავშირებით მიმართვას გეგმავს. ობიექტური გამოძიევის იმედი არ აქვს ექსპრემიერის გუნდს, რომლის ლიდერ გიორგი გახარიას ზურაბიშვილის მსგავსად, მიუნხენიდან დაბრუნების დროს კვრცხები ესროლეს. ვიდრე ოპოზიცია აეროპორტში მომხდარ ინციდენტს „ქართული ოცნების“ მიერ წინასწარ ორგანიზებულს უწოდებს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ძალადობრივ ქმედებს საქართველოში მწვანე შუქი სწორედ ოპონენტებმა აუნთეს.