თინა ბოკუჩავა - შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელსაც კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და ასევე ის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია - Palitra News

თინა ბოკუჩავა - შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელსაც კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და ასევე ის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია

2025-02-21 15:58:16+04:00

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს, სადაც ევროპის უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ. ასაბლეას ესწრებიან როგორც ქართველი პოლიტიკოსები როგორც უმრავლესობიდან ასევე ოპოზიციიდან. როგორც ცნობილია, დღეს გაიმართება განხილვა ყველა იმ არჩვენებისა, რომელსაც ეუთო 2024 წელს აკვირდებოდა, ბუნებრივია მათ შორისა საქართველოში ჩატარებული არჩევნებიც. ქართულ ოპოზიციურ ფლანგს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით სუბარი სხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას შეეხება. “ქართულ ოცნებაში“ კი კვლავ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეუთოს ანგარიშში საქართველოში ამომრჩევლებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები არ აქვს ნახენები და რომ 26 ოქტომბერს არჩევნები ქვეყანაში კანონის დაცვით ჩატარდა.