შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, დონალდ ტრამპის მისამართით კრიტიკის ნაცვლად, ამერიკის დახმარებისთვის მადლიერება გამოხატოს - Palitra News

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, დონალდ ტრამპის მისამართით კრიტიკის ნაცვლად, ამერიკის დახმარებისთვის მადლიერება გამოხატოს

2025-02-21 12:27:38+04:00

აშშ-ის მორიგი კრიტიკა უკრაინის პრეზიდენტს - შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, დონალდ ტრამპის მისამართით კრიტიკის ნაცვლად, ამერიკის დახმარებისთვის მადლიერება გამოხატოს. - როგორც ვენსმა აღნიშნა, უკრაინა აშშ-ის გულუხვობის გარეშე ვერ იარსებებდა. ვენსმა ზელენსკის დიპლომატიური ურთიერთობების გამყარებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან კრიტიკა შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ მთელი ამერიკელი ხალხისთვის.