უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა - ვოლოდიმირ ზელენსკი კიტ კელოგთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საუბარმა პროდუქტიულად ჩაიარა. ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებისთვის. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად უკრაინას რეალური გარანტიები სჭირდება იმისთვის, რომ რუსეთმა ომი აღარასდროს განაახლოს.