ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა წლიური სესიისთვის მოსამზადებელი სხდომისთვის დელეგაციებს მასპინძლობს. ასამბლეა ევროპის უსაფრთხოებას და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს. ზამთრის სესიაზე საქართველოს საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. სხდომას ესწრება, "ქართული ოცნების" დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს ხვდებიან. ბოკუჩავას თქმით, დღის წესრიგში დადგება სწორედ ის მოთხოვნები, რომელსაც დაახლოებით 3 თვეზე მეტია, დემონსტრანტები აჟღერებენ. კერძოდ, ახალი არჩევნების ჩატარება და დაკავებული პირების გათავისუფლება.