ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ალიანსის წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, ვისაც რუტეს ზარებზე არ აქვს რეაქცია, მათ შესაძლოა ძალიან სასიამოვნო ადამიანმა დაურეკოს ვაშინგტონიდან. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 23 სახელმწიფო უკვე ხარჯავს მინიმალურად საჭირო მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე, მაგრამ არიან ისინი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია.