უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან კიტ კელოგთან შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზად არის ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ზელენსკის თქმით, ომის პირველივე წამიდან უკრაინა მშვიდობას ეძებდა. მისივე თქმით, მშვიდობა ძლიერი და ხანგრძლივი უნდა იყოს , რათა რუსეთს არასდროს შეეძლოს ომით დაბრუნება.