შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა მინისტრს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ახლად დანიშნული მრჩევლები წარუდგინა. ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან არსებული ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა თურქეთის ჩართულობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების პროცესში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აქტიურად გაგრძელდება უწყებებს შორის დაგეგმილი შეხვედრებისა და სამუშაო ვიზიტების განხორციელების ტენდენცია.