„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია მუშაობას აგრძელებს. საპარლამენტო უმრავლესობა უახლოეს პერიოდში წინა ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსნების გამოკითხვას გეგმავს. „ქართული ოცნება“ აპირებს გამოიძიოს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი, რომელიც მათი შეფასებით, უამრავ დანაშაულს შეიცავდა. საგამოძიებო კომისიის მუშაობას სრულ ბოიკოტს უცხადებს ბრალდებების მთავარი ადრესატი. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ რომ კომისია ქვეყნის უახლესი ისტორიის გადაწერას და ოპონენტების დევნას ისახავს მიზნად.