არსებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის წარმომადგენლები ფიქრობენ რომ გამოძიება თავდასხმის საქმეზე რეალური შედეგის დადებას არ ცდილობს. ეკა ბესელიას განცხადებით, თვალსაჩინოა ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მომხდარის უკან ხელისუფლების კვალი იკვეთება. ბესელიას შეფასებებს იზიარებენ ოპოზიციური პარტიებიც. ისინი მსგავს ფაქტებს სხვა პოლიტიკოსების მიმართაც არ გამორიცხავენ. საქმის გამოძიების მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართა. საქმე ეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მიუნხენიდან დაბრუნებულ ზურაბიშვილმს რამდენიმე დაუდგენელმა პირმა კვერცხები დაუშინა.