ხვალ, დილის 10 საათზე პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია რიგით მესამე შეხვედრას ჩაატარებს. 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე დაიბარეს, თუმცა ცნობილია, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს და ამ პოიზიციას იზიარებენ „ქართული ოცნების“ ოპონენტებიც. აქამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ვინც საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებს, კანონის შესაბამისად იქნება დასჯილი. რას აცხადებენ ამ თემის გარშემო პოლიტიკური მხარეები.