„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. დაკავებულის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა საბა სხვიტარიძის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დაკითხვა მოითხოვა. როგორც ჩომახაშვილმა განმარტა, სხვიტარიძე მაშინ დააკავეს, როდესაც დასავლეთ საქართველოში მამასთან ერთად მიემგზავრებოდა. ადვოკატის განცხადებით, დაკავების პროცესში ჩართული იყო დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი. ადვოკატის თქმით, მიხეილ სუჯაშვილს გამოკითხვის ოქმში მითითებული არ აქვს ინფორმაცია, რომ საბა სხვიტარიძე თბილისში მან ჩამოიყვანა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს. როგორ წარიმართა აღნიშნული პროცესები და რას ამბობენ დაკავებულთა ოჯახის წევრები.