„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია რიგით მესამე შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დილის 10 საათზე გამართავს. 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე არიან დაბარებულები თუმცა ცნობილია რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს. მსგავსი პოზიცია აქვთ ოპოზიციურ სპექტრში. სხდომის გამართვამდე ორი დღით ადრე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს შეთანხმდნენ , რომ საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებენ. თავისმხრივ მმართველ გუნდში კი აცხადებენ რომ ვინც საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებს კანონის შესაბამისად დაისჯება.