თითქმის სამი თვეა მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებენ - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები - Palitra News

თითქმის სამი თვეა მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებენ - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები

2025-02-20 15:43:06+04:00

თითქმის სამი თვეა მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებენ. დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია,- დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მქალაქეები. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გრძელდება. დღეს საბა სხვიტარიძის პროცესი გაიმართება.