თბილისის მერი აანონსებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სავარაუდოდ, მაისში დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე გასტანს - Palitra News

თბილისის მერი აანონსებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სავარაუდოდ, მაისში დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე გასტანს

2025-02-20 13:44:39+04:00

თბილისის მერი აანონსებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სავარაუდოდ, მაისში დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე გასტანს. გზის რეაბილიტაციის გარდა, იგეგმება კომუნიკაციების სრული მოწესრიგება, ტროტუარების მოწყობა და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, განათების ახალი ბოძებისა და მიწისქვეშა ურნების განთავსება. ასევე პროექტის თანახმად ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოეწყობა ახალ მოსაცდელები. რუსთაველის გამზირის მეორე ეტაპისთვის იგეგმება უკვე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციაც, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.