საქართველოში 234 ათასი ადამიანი კვლავ უმუშევარია - Palitra News

საქართველოში 234 ათასი ადამიანი კვლავ უმუშევარია

2025-02-20 13:39:03+04:00

საქართველოში 234 ათასი ადამიანი კვლავ უმუშევარია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 1.1%-ით შემცირდა და 14.2% შეადგინა. შესაბამისად, წლის ამ პერიოდში გაიზარდა დაქირავებულთა რიცხოვნობა 20 ათასი კაცით და 978 ათასს გადააჭარბა. გაზრდილია თვითდასაქმებულთა რიცხოვნობაც თითქმის 20 ათასით და 433 ათასს უტოლდება. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14 700 ადამიანით. აღსანიშნავია ისიც, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. მეოთხე კვარტალში წლიურად მაჩვენებელი 2.4%-ით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში მხოლოდ 0.1%-ით. შესაბამისად, ქალებში უმუშევრობის დონე 11.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 16.7 პროცენტს შეადგენს.