საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს - Palitra News

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს

2025-02-20 13:36:55+04:00

ევროპამ უნდა გამოიღვიძოს, - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

„ევროპამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს, რომლითაც მას, სამწუხაროდ, უკვე გარკვეული პერიოდია სძინავს“, - განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

მისი თქმით, ევროპამ საკუთარი თავდაცვის პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რაც მას აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირების საშუალებას მისცემს.

„ბოლოდროინდელი მოვლენები და აშშ-ის განსხვავებული შეხედულებები გვავალდებულებს, რომ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, სწრაფად ვიმოქმედოთ და იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც განვიხილავთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.