ახლად რეაბილიტირებული სკოლა ბაღდათის მუნიციპალიტეტში - სოფელ ფერსათის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში განაგრძობენ. სკოლის შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო გარე მოედანი.