ჯანდაცვითი მიმართულებით არსებული საჭიროებები და გამოწვევები - თემაზე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ წალენჯიხასა და ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან შეხვედრაზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ინიციატივით დევნილებთან შეხვედრები გრძელდება. მიზანი აფხაზეთიდან დროებით დევნილებისთვის არსებული პროგრამების გაცნობა, მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაა.