„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი საქმიანობის შემსწვავლელი საგამოძიებო კომისია სხომას ხვალ 10 საათზე განაახლებს. კომისიის წევრები სხომაზე საგამოძიებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს ელოდებიან. თუმცა სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდენენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებენ, არადა „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოპონენტებს არაერთხელ შეახსენეს, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოყვება.