პაემანი სიკვდილთან , ცნობილი ინგლისელი მწერლის , აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1938 წელს დიდ ბრიტანეთში, გამომცემლობა Collins Crime Club-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.წიგნის სიუჟეტის მიხედვით იერუსალიმში შვებულებაში ყოფნისას დეტექტივი პუარო შემთხვევით მოისმენს „ახლა ხედავ, რომ ის უნდა მოკლა?“ მათი დედა, ქალბატონი ბოინტონი, ტირანი და სადისტია (ციხის ყოფილი მცველი), ის აკონტროლებს ოჯახის ყველა ახალგაზრდა წევრს და მათაც კი, ვინც ოჯახთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული, მაშინვე არ მოეწონათ იგი.
წიგნის სიუჟეტის მიხედვით დეტექტივი ერკუილ პუარო აღმოჩნდება ახლო აღმოსავლეთში, სადაც შემთხვევით მოისმენს , რაიმონდ ბოინტონის და მისი დის დიალოგს , სადაც მამაკაცი დას მკვლელობის მითითებას აძლევს. მალევე პეტრას ამაღლებულ წითელ კლდეებს შორის, პოულობენ ქალბატონის ბოინტონის ცხედარს , რომელსაც ფატალური ინექციის კვალი ეტყობა.მსხვერპლი ტირანი და სადისტი ქალბატონი იყო , შესაბამისად ეჭვმიტანილთა სიაც დიდია.
პუაროს რვა საათი აქვს საიდუმლოს ამოსახსნელად და მას მტკიცებულებაც კი არ აქვს, რომ ეს მკვლელობაა. თუმცა დეტექტივი ამტკიცებს, რომ მას შეუძლია გამოიძიოს დანაშაული, ამისთვის კი მას მხოლოდ ეჭვმიტანილების დაკითხვა სჭირდება. დაკითხვის დროს ის აღადგენს მოვლენათა ჯაჭვს და ასევე აღმოაჩენს, რომ გარდაცვალების მიზეზი დიგიტოქსინით მოწამვლა იყო.
ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2023 წელს, გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.