გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარები ზელენსკიზე “მცდარი და სახიფათოა”. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ გამოცემა თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ ტრამპის განცხადებაზე გერმანიის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერმა, გერმანიის კანცლერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმაც გააკეთა კომენტარი. “ეს არსებითად დამნაშავისა და მსხვერპლის როლების კლასიკური გადაწყობაა. ეს რუსული ნარატივია. სიმართლე გითხრათ, გარკვეულწილად შოკირებული ვარ, რომ დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, ეს თავის [ნარატივად] გაიხადა”, - განაცხადა მერცმა.