საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპელ და კანადელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია - "ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა გვსურს უკრაინაში". მისივე თმით, უკრაინის გვერდით "დგანან და პასუხისმგებლობას იღებენ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად". მაკრონის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას 19 სახელმწიფო იღებდა.