ბერიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიციონერი ლიდერები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. მხარეები თანხმდებიან, რომ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ოპოზიციონელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ყურადღება პრობლემების ნაცვლად გამოგონილ თემებზე გადაიტანოს. ქართულ ოცნებაში კი კლავ იმეორებენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. მომდევნო სხდომა პარასკევს 10 საათზეა ჩანიშნული.