პეტრას აუსტრევიჩუსი ზურაბიშვილზე და გახარიაზე თავდასხმაზე - თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი კოალიცია დგას დანაშაულების უკან, ვფიქრობ, ევროკავშირმა ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს - Palitra News

პეტრას აუსტრევიჩუსი ზურაბიშვილზე და გახარიაზე თავდასხმაზე - თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი კოალიცია დგას დანაშაულების უკან, ვფიქრობ, ევროკავშირმა ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს

2025-02-20 09:23:37+04:00

ლიეტუველი ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის, განცხადებით, თუკი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდება, რომ თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარიაზე განხორციელი თავდასხმის უკან მმართველი კოალიცია დგას, ევროკავშირმა სერიზული რეაგირება უნდა მოახდინოს. საქართველოს მე-5 პრეზიდენტისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მიმართ კვერცხების სროლის ფაქტზე კომენტირებისას ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ სიტუაცია უფრო და უფრო უკონტროლო ხდება და ამ ვითარებას საქართველო თითქმის სამოქალაქო ომამდე მიჰყავს. „ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს და უკეთ იზრუნოს დასავლეთში პატივცემულ ადამიანებზე.”- განაცხადა აუსტრევიჩუსმა, ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტთან ინტერვიუს დროს.