38 დღიანი შიმშილობის შემდეგ,,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა, თუმცა ჟურნალისტი კვლავ პატიმრობაში რჩება და მკურნალობას სპეციალური პროტოკოლით კლინიკა ვივამედში განაგრძობს. ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნას უერთდება მედიის თავისუფლების კუთხით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებიც. პარალელურად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო. უფლებადამცველებმა მანამდე პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.