დონალდ ტრამპი - უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება - ჩვენ იქ ჯარებს არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ - Palitra News

დონალდ ტრამპი - უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება - ჩვენ იქ ჯარებს არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ

2025-02-19 15:47:52+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში სამშვიდობოების განთავსებასთან დაკავშირებით ისაუბრა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ევროპული ქვეყნების მიერ სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ, პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს შესანიშნავი იქნება. ამასთან, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების სურვილს მხარს დაუჭერს, თუმცა აშშ უკრაინაში ჯარებს არ განათავსებს. კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანას, ტრამპმა აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ თხოვნა არ ყოფილა. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ სურს.