"მზია ამაღლობელმა აჩვენა, რომ ერთ ქალს შეუძლია შიშველი ხელებით იყოს ბევრად უფრო უკეთესი და ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია..."- რას აცხადებს გრიგოლ გეგელია - Palitra News

"მზია ამაღლობელმა აჩვენა, რომ ერთ ქალს შეუძლია შიშველი ხელებით იყოს ბევრად უფრო უკეთესი და ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია..."- რას აცხადებს გრიგოლ გეგელია

2025-02-19 13:30:23+04:00

რაზე უნდა ველაპარაკო ვიღაც კვერცხების მსროლელ რეგვენს? მაინცდამაინც გენეტიკაზე რომ შეუტევ სალომე ზურაბიშვილს, ნიკო ნიკოლაძე მაინც არ გაუგიათ? ასეთი უვიცები როგორ არიან? შეიძლება ყაველაშვილზე უვიცი იყო? მასაც ეცოდინება ნიკო ნიკოლაძე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ წევრები არიან საცირკო წარმოდგენაში მყოფი ზებრები, რომლებიც ერთმანეთს ულოცავენ, აჯილდოებენ, აქებენ.

„პირველ რიგში, მივესალმები მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ შიმშილობის შემდეგი ნებისმიერი წუთი იყო მისი სიცოცხლისთვის უდიდესი რისკის შემქმნელი. ჩვენ ყოველდღიურად ვთხოვდით მას, რომ შეეწყვიტა შიმშილი და ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ გაეთავისუფლებინა ის. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებას არავითარი მორალური მოტივები არ გააჩნია. ესენი არიან კანიბალები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს გაწირავენ. არაფერი ღირებული, გარდა ბატონი ბიძინას კეთილდღეობისა, მათთვის არ არსებობს. მზია ამაღლობელმა, ამ კვირების განმავლობაში საკუთარი მაგალითით, დასაჯა რეჟიმი და აჩვენა, რომ ერთ ქალს შეუძლია შიშველი ხელებით იყოს ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო ძლიერი, გამართული და პატრიოტული, ვიდრე მთელ ამ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია. მზია ამაღლობელმა გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კრიმინალურ, ნაცრისფერ რეჟიმზე, რომლის მიზანია ისეთი ვითარების შექმნა, რომელშიც ადამიანები არც კი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ჰქონდეთ განსხვავებული აზრი. ეს ხელისუფლება არის ძალიან სუსტი და დგას რამდენიმე ასეულ რობოკოპსა და რამდენიმე ათას ტროლზე. ეს ხელისუფლება არის ჩამოშლის პირას, ისინი ყველა თავისი ქმედებით დენთის კასრზე სხედან. „ქართულ ოცნებას“ გამოსავალი არ ექნება, მათ მოუწევთ დანიშნონ ახალი არჩევნები. იმიტომ, რომ ის კრიზისი, რომელშიც მათ ქვეყანა გადაჰყავთ, ეს ეხება ყველას, მათ შორის #41-ის ყველაზე გულანთებულ მომხრეებს.