ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს. „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაჯგუფება მზადაა შეთანხმების მეორე ეტაპზე გადავიდეს, რომლის დროსაც ტყვეების სრულად გაცვლა მოხდება და რომელიც ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას და ღაზადან ჯარების გაყვანას მოიცავს. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ კაიროში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს მოხდა შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც, „ჰამასი“ შაბათს კიდევ ექვს მძევალს გაათავისუფლებს, ხუთშაბათს კი ისრაელს 4 მძევლის ცხედარს გადასცემს.