პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებს, თუმცა არც სადეპუტატო მანდატების ჩახსნას გეგმავს. გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ვერცერთი პარტია ზეგავლენას ვერ მოახდენს. ექსპრემიერმა გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას განმარტა, რომ ბიუჯეტიდან მიღებული თანხა პარტიის გაძლიერებისთვის სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი, დაფინანსების სახით, რომელიც მოქალაქეებმა არჩევნების გზით მის გუნდს მიანიჭეს მნიშვნელოვანია იმისთვის რომ არ იყოს დამოკიდებული ფინანსურ ჯგუფებზე თუ ბანკირებზე.