წინასწარ ორგანიზებული ძალადობა და ქართული ოცნების უღირსი დავალება - ასე აფასებენ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნების დროს თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტსა და მათთვის კვერცხების სროლის ფაქტს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მომხდარი შემთხვევის გამოძიებას ითხოვს. თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი დაგმეს როგორც ოპოზიციური ასევე უმრავლესობის ლიდერებმა. თუმცა პოლიტიკური მხარეები სიძულვილის გარემოს შექმნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.