შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. ის ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. "ტვ პირველის" იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის თქით, "ოპერატორის დაკავებისა და ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებულ მოქმედებების თაობაზე სახალხო დამცველის აპარატსაც და სპეციალურ საგამოძიებო სამსახური ინფორმირებულია. მანამდე, "ტვ პირველის" ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა. მელაძის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი "სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს", მაშინ, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა.