ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა. ინფორმაციას სოციალურ პლატფორმა X-ზე თავად კაია კალასი ავრცელებს. მისი განცხადებით, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მარკო რუბიოს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ესაუბრა. კალასის თქმით, რუსეთი აშშ-სა და ევროპის დაყოფას შეეცდება და პარტნიორები მათ ხაფანგში არ უნდა გაებან. როგორც მან აღნიშნა, აშშ-სთან ერთად მუშაობით სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა, უკრაინის პირობებით, შესაძლებელია.