Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 17 თებერვალს პარიზში გამართული საგანგებო სამიტის შემდეგ, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ევროპის უსაფრთხოება განიხილეს, საფრანგეთი უკვე მეორე სამიტს ამზადებს. ამჯერად, მასზე კანადა და ევროპის ის ქვეყნები იქნებიან მიწვეულები, რომლებიც პირველ სამიტს არ დასწრებიან. გამოცემის ცნობით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მათ შორის ვიდეოჩართვებსაც მოიცავს. 17 თებერვალს გამართულ პირველ შეხვედრაში ემანუელ მაკრონის გარდა მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, ნიდერლანდებისდა დანიის პრემიერ-მინისტრები, ასევე, ნატოს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.