თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობას თურქეთში სთავაზობს. მისი თქმით, თურქეთი რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის სამწლიანი ომის დასასრულებლად იდეალური მასპინძელი იქნება. საკითხის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ ზელენსკის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ კიდევ ერთხელ განუცხადა. მისივე თქმით, ახლა მთელი მსოფლიო ომის დასრულებას ელოდება.