მიუნხენის კონფერენციიდან სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას დაბრუნების დროს აეროპორტში მომხდარი ინციდენტი კვლავ კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. მმართველი გუნდის ოპონენტები ფაქტს წინასწარ ორგანიზებულ თავდასხმად აფასებენ და ქართული ოცნების პოლიტიკურ შურისძიებად მიიჩნევენ. ოპოზიციის მოსაზრებას იზიარებს ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო კოშმარულ დიქტატურაში ეშვება.ამის საპასუხოდ, მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ განხორციელებული თავსასხმები მმართველი პარტიის ხელწერა არ არის.