შიშილობის 38-ე დღეს „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. პატიმარი ჟურნალისტი ამ დრომდე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. შესაბამისი ინფორმაციის შემცველი წერილი, რომელიც მზია ამაღლობელს ეკუთვნის, კლინიკა ვივამედთან „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა. მზია ამარლობელის გადაწყვეტილების შემდეგ კლინიკა " ვივამედის" გუნდის ექიმები ამაღლობელთან მიმართებაში ე.წ რეფიდინგის პროცესს იწყებენ. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს, უფლებადამცველების მიერ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვალსთან დაკავშირებით სარჩელი ქუთაისის სასამართლოში უკვე შეიტანილია. საქმე საგამომძიებლო კომისიამ უნდა განიხილოს.