დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეებმა დემონსტრაციის 83-ე დღესაც პარლამენტის შენობის წინ გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად შავი ბუშტები ჰქონდათ მოტანილი. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები მორიგ აქციებს აანონებენ და ამავე დროს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართულ ოცნებაზე მუდმივი ზეწოლის აუცილებლობაზე საუბრობენ. . მოქალაქეები თითქმის 3 თვეა პროტესტის ნიშნად დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა კოლაციებზე აქციებს მართავენ. მოთხოვნები უცვლელია ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაა.