მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელმა გადაწყვეტილება დაპატიმრებიდან 38-ე დღეს მიიღო. შესაბამისი ინფორმაციის შემცველი წერილი, რომელიც მზია ამაღლობელს ეკუთვნის, კლინიკა ვივამედთან „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურნენ.