მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება - Palitra News

მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

2025-02-18 16:22:52+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.