საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - რა პოზიციები გაჟღერდა სამიტზე და რას ამბობს თავად ვოლოდიმირ ზელენსკი - Palitra News

საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - რა პოზიციები გაჟღერდა სამიტზე და რას ამბობს თავად ვოლოდიმირ ზელენსკი

2025-02-18 16:10:08+04:00

საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. - შეხვედრის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ეს არის არა მოლაპარაკება, არამედ პირველი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც აშშ-ი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პუტინისეულ მზაობას შეაფასებს. უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობის განსახილველად საგანგებო სამიტზე შეიკრიბნენ ევროპელი ლიდერებიც.