ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ მე-5 პრეზიდენტს რამდენიმე ნასროლი კვერცხი ხვდება. გახარიას შემთხვევის მსგავსად სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით მომხდარ ინციდენტზეც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს მმართველი გუნდის ხელწერა არ არის. ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები, რომლებიც ფაქტს გამოეხმაურნენ, ამბობენ, რომ საქართველო კოშმარულ დიქტატურაში ეშვება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს - როგორ ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში