"ქართული ოცნება" სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლს ამატებს. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს, თუ რა იქნება ის ქმედება, რომელიც ქვეყნის, ღალატად ჩაითვლება. ამ კონტექსტში მმართველ გუნდში კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" მოღალატეობრივ ქმედებებზე საუბრობენ. ოპონენტები კრიტიკის ისრებს კი პირიქით, "ქართული ოცნებისკენ" მიმართავენ. „პირველ რიგში თავად გასამართლდებიან“, - ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოზიცია. რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი საკანონმდებლო ცვლილების გადაწყვეტილება და როგორ აფასებენ ამ ქმედებას პოლიტიკური მხარეები.