მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელმა გადაწყვეტილება პატიმრობიდან 38-ე დღეს მიიღო. შესაბამისი ინფორმაციის შემცველი წერილი, რომელიც მზია ამაღლობელს ეკუთვნის, კლინიკა ვივამედთან „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა. პატიმარი ჟურნალისტი ამ დრომდე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მასთან შესვლას უფლებადამცველი აპირებს. რა წერია პატიმარი ჟურნალისტის წერილში ეკა უშხვანი გაეცნო დეტალებს.