მზადება მორიგი საპროტესტო აქციებისთვის - უწყვეტი პროტესტის 83ე დღეს, 20 საათზე, რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბებიან. მათი თქმით, დღევანდელ აქციაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაბადების ემთხვევა, შეეცდებიან კიდევ უფრო მწვავედ გააჟღერონ უცვლელი მოთხოვნები. აქციის მონაწილეები თითქმის სამი თვეა ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მოქალაქეები 25 თებერვალსა და 7 მარტსაც აანონსებენ.